წალენჯიხის
რაიონის სოფელ პალურში ჩვილის გატაცება სცადეს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს რაიონიდან აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, დავით ქარდავას კუთვნილ სახლში დაუდგენელი
პირი ღამის საათებში შეიჭრა და ჩვილის გატაცება სცადა.
ადგილობრივების თქმით, პატარა ფანჯრის
რაფაზე იპოვეს. მათი ვარაუდით გამტაცებლერბმა ბავშვის დედის ფეხის ხმა გაიგეს,
რომელიც ოთახში შედიოდა და ჩვილი რაფაზე დატოვეს.
ბავშვის დედა, ნინო ჯანიანი მომხდარს მისი მეუღლის, დავით ქარდავას
მოსკოვში საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, გამტაცებლებმა კარგად იცოდნენ, რომ
ოჯახის უფროსი სამშობლოში წინა ღამეს
დაბრუნდა და გარკვეული თანხა ჩამოიტანა.
თავად დავით ქარდავას ვარაუდით, დამნაშავეები ოჯახში გაქურდვის მიზნით
შევიდნენ.
ორი თვის ჩვილი თავს კარგად გრძნობს. ოჯახის
ახლობლის განცხადებით ინციდენტის დროს ბავშვის ეღვიძა, თუმცა არ ტიროდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.
internet.ge