საბერძნეთში 3 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „მონათლეს“
ყაზახეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საბერძნეთში ე.წ.
ქურდული შეკრება გაიმართა, რომელზეც 5 „კანონიერი ქურდი“ „მონათლეს“. მათ შორის
ქართველებიც არიან. როგორც TENGRI NEWS იუწყება, „ქურდების ოჯახი“ შეივსო ვინმე
ილგარით, ბესო თუთაშვილით, დათო რუსთავსკით, პირო თბილისკით და კიდევ სამარით. ეს
უკანასკნელი, თავის მხრივ, ასევე ქართველს - ვაჟა ბიგანიშვილს „მოუნათლავს“,
რომელიც ყაზახეთში ცხოვრობს.
გამოცემა ზოგიერთ დეტალზეც წერს. კერძოდ: „დათქმულ დროზე
მისული ყველა დელეგატი დროებით სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვეს და ყრილობის
დელეგატები, კატერით, ბერძნული არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე წაიყვანეს.“
კუნძულზე
შეკრება 2 დღეს გაგრძელდა, ერთი თვის შემდეგ კი „თავისუფლების აღკვეთის ადგილებში
იმ ახალბედების სახელები დააგზავნეს, რომლებმაც ოჯახი შეავსეს“ - წერს TENGRI
NEWS.