ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ რუშბეი ბარციცზე ძებნაა გამოცხადებული
14:00 22.04.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის
ორგანიზატორობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს - რუშბეი ბარციცს ეძებენ.
1959 წელს დაბადებული ბარციცი, გუდაუღის რაიონის სოფელ დურიფშიდანაა. ადგილობრივი გაზეთების ცნობით, ის, ანქვაბზე
ტერაქტის მოწყობისთვის უკვე დაკავებული ბიზნესმენის - ანზორ ბუთბას საქმიანი
პარტნიორია.
რუშბეი ბარციცზე სისხლის სამართლის საქმე ანქვაბზე თავდასხმისა და მისი დაცვის ორი
წევრის მკვლელობის ბრალდებითაა აღძრული. ის ტერაქტის ერთ-ერთ
ორგანიზატორად მოიაზრება.
ამ დროისათვის, 22 თებერვალს მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაკავებულია 4 პირი -
ანზორ ბუთბა, მურთაზ საკანია, ალხაზ ხუტაბა და რამზი ხაშიგი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|