ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო ხარკოვის კლინიკიდან უკან, კაჩანოვსკის კოლონიაში დააბრუნეს.
უკრაინული სააგენტო Цензор.НЕТ-ის ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიიდან სპეციალური ქვედანაყოფის „ბერკუტის“ ავტობუსები გავიდნენ.
თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ ხარკოვის კლინიკაში გადაყვანა ტიმოშენკოს
ნების საწინააღდეგოდ მოხდა. მოგვიანებით, მისი კვლავ კოლონიაში დაბრუნება სწორედ
ამით ახსნეს კიდეც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლება. მათი თქმით, ექს-პრემიერმა უარი განაცხადა პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე.
მანამდე
ტიმოშენკო აცხადებდა, რომ მკურნალობას მხოლოდ იმ სამკურნალო დაწესებულებაში
ჩაიტარებდა, რომელზე რეკომენდაციასაც გერმანელი ექიმები გასცემდნენ, რომლებმაც
ყოფილი პრემიერი გასინჯეს. გერმანელებმა ხარკოვის
კლინიკა მოინახულეს, თუმცა განაცხადეს, რომ დაწესებულებაში ტიმოშენკოს
მკურნალობისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არის, თუმცა მათ ეჭვი გამოთქვეს პერსონალის პროფესიონალიზმთან და ტიმოშენკოს მიმართ
არსებულ „ფსიქოლოგიურ კლიმატთან“ დაკავშირებით.
Internet.ge