Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ურჩევენ
საქმეს აფხაზი „პარტნიორები“ რუს ბიზნესმენს იგორ ვაროვს, რომელიც გაგრაში, თავის
კაბინეტში გამართული ჩხუბის შემდეგ ახლაც საავადმყოფოში წევს.
იგორ ვაროვი გაგრაში მაღაზია „კონტინენტალის“
მფლობელია. მას აფხაზი „თანადამფუძნებლებიც“ ჰყავს, რომლებიც გასულ კვირას
ბიზნესმენს თავს დაესხნენ და როგორც ვაროვი ამბობს, ბოთლები ურტყეს თავში,
კაბინეტი კი დაურბიეს.
ვაროვის თქმით, რეალურად, მისთვის
ბიზნესის წართმევა სურთ. როგორც ინცინდენტის დღეს ითქვა, აფხაზი პარტნიორები რუსი
ბიზნესმენისგან ფულს ითხოვდნენ, რომელიც მათ, თითქოსდა, პრემიის სახით უნდა
მიეღოთ.
internet.ge