დღეს, საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტული აქტების განხორციელებაში მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
აღნიშნული პროცესი უკვე ორჯერ
გადაიდო იმის გამო, რომ არ მოხდა პატიმრების სასამართლოში ბადრაგირება. 7 პირი,
რომელთა შორის ორი ქალბატონია, ბრალდებულები არიან 2010 წლის
სექტემბერ-ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში.
მათ შორის, 2010 წლის 28 ნოემბერს განხორციელებულ აფეთქებაში ქ. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის №88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები
- ნინო გორდეზიანი დაიღუპა.
internet.ge