რუსეთის კავკასიის ხალხთა კონგრესის წარმომადგენელი
დენგა ხალიდოვი ეჭვობს, რომ ანქვაბის წინააღმდეგ შეთქმულებაში შესაძლოა, ზოგიერთი
რუსული სტრუქტურა იყოს დაინტერესებული. ამის შესახებ პორტალი „კავკაზვებ.ნეტ“
წერს.
„როცა ჩვენ კლანებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მოსკოვის,
პეტერბურგის კლანები, რომლებიც ზემოქმედებენ სიტუაციაზე რესპუბლიკაში. აფხაზეთი
მათზე მატერიალურადაა დამოკიდებული “ - განაცხადა ხალიდოვმა.
აფხაზეთში ალექსანდრე
ანქვაბზე თავდასხმის მონაწილეებსა და ორგანიოზატორობაში ეჭვმიტანილ პირთა
დაკავება, რომელთაგანაც უკვე ორმა თავი მოიკლა, ერთს კი ამის მცდელობა ჰქონდა,
აჟიოტაჟის მიზეზი ხდება. ვინ შეუკვეთა ანქვაბის ლიკვიდაცია? - ამ კითხავზე
გამოძიებისგან პასუხს ითხოვს რიგითი მოსახლეობაც და ადგილობრივი მედიასაშუალებებიც.
Internet.ge