GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართველებმა იტალიელი ბიზნესმენისგან 60 543 ევრო მიითვისეს
12:33 24.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ამჟამად ძებნაში მყოფ პაატა ქანდაურაშვილისა და ბრალდებულ  ნინო ბერიძის მიმართ. მათ ბრალი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში ედებოდათ.

საქმის გარემოებების მიხედვით: იტალიის რესპუბლიკის მოქალაქემ, მეწარმე – ბენიამინო მ.-მ, საქართველოში ფულადი სახსრების ინვესტირებისა და ბიზნესის განვითარების მიზნით, 50 %-აინი წილის თანაფლობით, საქართველოს მოქალაქესთან – პაატა ქანდაურაშვილთან ერთად, 2006 წლის იანვარში შპს. "სან მარკო” დააფუძნა. პაატა ქანდაურაშილმა აღნიშნული შპს.-ს დირექტორად მისი ნდობით აღჭურვილი პირი – ნინო ბერიძე დანიშნა.

პაატა ქანდაურიშვილმა და ნინო ბერიძემ, ბენიამინო მ.-ს ფულადი სახსრების ფარულად მითვისების მიზნით, შპს. "სან მარკოს” მოსახელე, დამოუკიდებელი სუბიექტის დაფუძნება განიზრახეს, რომლზეც იტალიელი ბიზნესმენისგან გამოგზავნილ საყოფაცხოვრებო საქონელს მიიღებდნენ  ადგილობრივ ბაზარზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შეთამხმებისამებრ, მიღებული თანხებით ბრალდებულებს  მათ მიერ ფარულად დაფუძნებული კომპანია უნდა განევითარებინათ. ხოლო საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ ე.წ. “მოგებას” ისინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისებდნენ.

2005 წლის  28 ნოემბერს, პაატა ქანდაურაშვილმა რომან ხ.-ს დახმარებით შპს. "სან მარკო” დაარეგისტრირა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი 2006 წლის 6 მარტიდან თავად გახდა,  დირექტორად კი კვლავ - ნინო ბერიძე დანიშნა.

პაატა ქანდაურაშვილმა ბენიამინო მ.-ს ნდობით ბოროტად ისარგებლა და შპს. "სან მარკოს” სახელით იტალიელ ბიზნესმენთან, სხვადასხვა დასახელების ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ბენიამინო მ.-სთვის პაატა ქანდაურაშვილის ფაქტობრივ მმართველობაში არსებული, ზემოაღნიშნული დამოუკიდებელი სუბიექტის საქართველოში რეგისტრაციის ფაქტი ცნობილი არ ყოფილა.

2005 წლის 14 დეკემბრიდან 2006 წლის 20 აპრილის ჩათვლით, ბენიამინო მ.-მ შპს. "სან მარკოს” სახელზე, იტალიიდან, 384 195 ევროს ღირებულების საყოფაცხვრებო დანიშნულების საქონელი გამოაგზავნა. იტალიელი ბიზნესმენი დარწმუნებული იყო, რომ აღნიშნული საქონელი სწორედ პაატა ქანდაურაშვილსა და მას შორის 2006 წელს, დაფუძნებულ შპს. "სან მარკოს” სახელზე გამოგზავნა. ამასთან, აღნიშნული საქონლის რეალიზაციის შედეგად ბენიამინო მ.-ს საქონლის ღირებილება სრულად უნდა მიეღო, ხოლო მოგება მასსა და პაატა ქანდაურაშვილს შორის თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

მიუხედევად შეთანხმებისა, პაატა ქანდაურაშვილმა და ნინო ბერიძემ განზრახ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და ბენიამინო მ.-სგან დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების უზრუნველსაყოფად და ასევე მისი ეჭვების თავიდან ასაცილებლად, ბიზნესმენს 190 880 ევრო კვლავ იტალიაში გადაუგზავნეს, ხოლო 60 543 ევრო მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

ამგვარად, პაატა ქანდაურაშვილმა და ნინო ბერიძემ 2005 - 2006 წლებში, იტალიელი ბიზნესმენისგან, საბოლოოდ, 250 454 ევრო უკანონოდ მიითვისეს. მათ ასევე დაარღვიეს ბენიამინო მ.-სთან საქონლის - ექსკლუზიურად შეძენის პირობაც და სხვადასხვა დანიშნულების საქონლის შესყიდვა სხვა იტალიური კომპანიებისგანაც განახორციელეს.

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ნინო ბერიძე სრულად აღიარებდა და აცნობიერებდა ჩადენილ დანაშაულს.  გარდა თავად ნინო ბერიძის აღიარებითი ჩვენებისა, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი სრულად დადასტურდა მოწმეებისა და თავად ბენიამინო მ.-ს ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, თემატური რევიზიის აქტით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბრალის აღიარების საფუძველზე, მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რის საფუძველზეც მსჯავრდებულ ნინო ბერიძეს საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 

რაც შეეხება პაატა ქანდაურაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი საქმიანობის უფლება. მსრჯავდებულის მიმართ დადგენილი სასჯელის ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან დაიწყება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პუტინმა ბირთვული რაკეტა გაუშვა1
ვანო მერაბიშვილი დუშეთს სტუმრობდა2
ავი სულების განდევნის სახელმძღვანელო მზადდება3
ივანიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოეხმაურა4
რუსეთის სპეცსამსახურები სოციალური ქსელების კონტროლს იწყებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X