ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი 43 წლის
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,
ლაშა მაღრაძეს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტი საავადმყოფოში გამთენიისას
შემოიყვანეს, მას მარცხენა ბარძაყზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა
აღენიშნებოდა. ჩატარდა ოპერაცია, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,-
აცხადებენ ექიმები „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბარში.
ცნობისთვის, სისხლიანი გარჩევა დღეს
გამთენიისას მოხდა. უცნობმა პირმა წარსულში ნასამართლევ ლაშა მაღრაძეს ცეცხლი
გაუხსნა.
ცნობილია, რომ მაღრაძემ მკვლელობისთვის
სასჯელი მოიხადა. აღნიშნული ინციდენტი კი შელაპარაკების
ნიადაგზე მოხდა.
Internet.ge