უკრაინის უმაღლესი რადას ნდობით აღჭურვილმა პირმა ადამიანის
უფლებათა საკითხებში - ნინა კარპაჩოვამ, დაადასტურა, რომ ტიმოშენკო კოლონიაში სცემეს. ომბუდსმენმა თავად მოინახულა
ექს-პრემიერი და ვიზიტის შემდეგ უკრაინული მე-5 არხის ეთერში განაცხადა, რომ
ტიმოშენკო მართლაც ნაცემია და მას სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს:
„მე პირადად დავრწმუნდი. დაზიანებები არის მუცლის მარჯვენა ნაწილში და მარცხენა ხელზე - მხრისა და მტევნის არეში“ -
განაცხადა ომბუდსმენმა.
თუმცა, ფიზიკურ ძალადობას
უარყოფენ კოლონიაში.
„ტიმოშენკოს
ცემას ადგილი არ ჰქონია, ნინა კარპაჩოვას მტკიცება მის სინდისზე იყოს“ - განაცხადა
სახელმწიფო პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების, რეჟიმისა და დაცვის
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - იუწყებიან უკრაინული გაზეთები.
internet.ge