GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბრეივიკის პროცესზე მთელი დარბაზი ტიროდა
11:37 26.04.2012
დღის სიახლეები

ნორვეგიელი ტერორისტი, ანდერს ბრეივიკი, უკვე მეორე დღეა მის მიერ მოწყობილ ტერაქტებში გადარჩენილი ადამიანების ჩვენებებს ისმენს. თავად ბრეივიკმა ოსლოს სასამართლოში ჩვენების მიცემა უკვე დაასრულა.


თავის მსხვერპლთან პირველი შეხვედრის შემდეგ ტერორისტმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ადამიანების მოსმენა არასასიამოვნო პროცესია, თუმცაღა, როგორც
BBC იუწყება, ის დარბაზში უემოციო გამომეტყველებით იჯდა და იღიმოდა კიდეც, როცა ერთ-ერთმა მოწმემ, მისი მოქმედების მოიტივს „სრულიად აბსურდული“ უწოდა.


ეს ის საკითხია, რაც ბრეივიკს საკმაოდ აღიზიანებს. ამის გამო მან უკვე დაიმუქრა, რომ მისი საქმის გამგრძელებლები მალე დაანახებენ ევროპას, თუ რისთვის იბრძოდა.
თავად ბრეივიკმა კი მოუწოდა ნორვეგიის მშრომელთა პარტიას ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ გახსნა ქვეყანის საზღვრები ემიგრანტთა ექსპანსიისთვის.


მოწმეთა ჩვენებებს დარბაზი ატირებული უსმენდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიმინალისტებმა დეტალურად აღწერეს ბრეივიკის 4 მსხვერპლის მრავლობითი ჭრილობები. უნდა აღინიშნოს, ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ფოტოებიც კი, რომელზეც ეს ადამიანები იყვნენ ასახულნი, მხოლოდ მოსამართლეებს, იურისტებსა და ფსიქიატრებს აჩვენეს.


სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ანდერს ბრეივიკის საქმის მასალებს 60 წლით გაასაიდუმლოებენ. ამიერიდან, პროცესზე ტერორისტის ყველა გამოსვლის ჩანაწერი 2072 წლამდე ნაციონალურ არქივში შეინახება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. მასთან დაიშვებიან მხოლოდ გამომძიებლები, ადვოკატები და ბრეივიკის მსხვერპლთა ნათესავები.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან ვარშალომიძეს არჩილ ხაბაძე შეცვლის1
ნიკოლიზ ჯანჯღავა პატიმრობიდან გათავისუფლდა2
არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება3
ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა აღარ დაგვრჩეს არცერთი ადგილი, სადაც ასეთი საშინელება განმეორდება4
4 წლის ბავშვი ყულფიდან ბებიამ ჩამოხსნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X