სიღნაღის
საჯარო სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლემ მე-3
კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. აღნიშნული
ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის
ხელმძღვანელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, შემთხვევა არასასკოლო პროცესში, გუშინ საღამოს მოხდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ბავშვებს შელაპარაკება მაღაზიაში მოუვიდათ, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ კი 11 წლის მოზარდმა მასზე ერთი წლით უმცროსს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
Internet.ge