მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკის
რაიონის პოლიცია, მძღოლზე თავდასხმის საქმეს იძიებს. მოწმეები ამტკიცებენ, რომ
თავდამსხმელი ცნობილი მომღერალი იყო, - იუწყება „ლაიფ ნიუსი“.
საგზაო ინცინდენტი
მოსკოვი-რიგის მაგისტრალზე, გასულ ხუთშაბათს მოხდა.
- ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილი „რენო“ და „აუდი“. თვითმხილველთა თქმით,
„აუდიდან“, ავარიის შემდეგ ცნობილი
მომღერალი - ირაკლი ფირცხალავა გადმოვიდა.
როგორც მოწმეები ამბობენ, ფირცხალავამ ყვირილი დაუწყო „რენოს“ მძღოლს და მისგან მანქანის
შესაკეთებლად ფული მოითხოვა, შემდეგ კი მას ბეისბოლის ჯოხი ჩაარტყა და
ავტომანქანის მინა ჩაუმსხვრია.
პოლიცია მომხდარის
დეტალებს ადგენს. დაზარალებული 56 წლის ლეონიდ სავჩენკო საავადმყოფოშია
მოთავსებული, მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული - წერს „ლაიფ ნიუსი“.
internet.ge