პაკისტანის
ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბრიტანელი ექიმი, რომელიც საერთაშორისო
წითელი ჯვრის პაკისტანის კომიტეტში მუშაობდა, გამტაცებელმა სიცოცხლეს გამოასალმა.
პოლიციის ინფორმაციის თანახმად, 60 წლის
ხალილ რასედ დალეს თავმოჭრილი გვამი ქვეტას გარეუბანში, ავღანეთის საზღვართან
იპოვეს, - იუწყება რადიო „თავისუფლება“. დალე, რომელიც წითელი ჯვრის ჯანმრთელობის
პროგრამას ახორციელებდა ქვეტაში, 5 იანვარს გაიტაცეს.
საერთაშორისო
წითელი ჯვრის კომიტეტმა მკვლელობას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა, ხოლო ბრიტანეთის
საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, მკვლელობა
დაგმო, როგორც „სასტიკი და უგნური ქმედება“, რომელსაც შეეწირა ადამიანი, რომელიც
პაკისტანელი ხალხის დახმარებას ცდილობდა. პოლიციის ვერსიით, დელა გამტაცებლებმა მას შემდეგ მოკლეს, რაც
ვერანაირი გამოსასყიდი ვერ მიიღეს.
internet.ge