ფანჯიკიძე: სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთივე უსამართლოა, როგორც თამაზაშვილის დაკავება
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას,
რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრ, ირაკლი
ღარიბაშვილის
სიმამრს - თამაზ თამაზაშვილს, თავისუფლების
3 წლითა და 6 თვით აღკვეთა შეეფარდა, არ იცნობს, თუმცა მოსამართლის
გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს.
„არ ვიცი თამაზაშვილს რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა,
მაგრამ მის დაკავებაზე ივანიშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ
განაჩენიც ისეთივე უსამართლოა, როგორც მისი დაჭერა“,- განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს მაია ფანჯიკიძემ.
internet.ge