ანდერს
ბრეივიკმა, რომელსაც ნორვეგიაში ტერორიზმის გამო ასამართლებენ, ციხიდან კონტაქტები
დაამყარა რუს ულტრამემარჯვენეებთან. ამის შესახებ, ნორვეგიულ გამოცემა Dagbladet-ს, ბრეივიკის ადვოკატმა - ტორდ იორდემ განუცხადა, - იტყობინება
რადიო „თავისუფლება“.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი
ქმნის რუსი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების ქსელს, რომელიც მხარს უჭერს მას. „ჩვენთვის
არაფერია ცნობილი ამ რუსული ქსელის მხარდაჭერის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის
ბრეივიკის მანიფესტის თარგმანზე მუშაობს“ - განაცხადა ტორდ იორდემ.
ადრე ბრეივიკმა არაერთხელ განაცხადა, რომ
ტერაქტების განხორციელებისას მისი მთავარი მიზანი თავისი „მანიფესტის“ გავრცელება
იყო. თავის წერილებში ის წერს, რომ „პანევროპული ქსელის“ ფორმირების მიზნით
აპირებს მიმართოს რუს ექსტრემისტებს.
ადვოკატის თქმით, ბრეივიკის დაცვას შეზღუდული ინფორმაცია
აქვს მის კორესპონდენციებზე, თუმცაღა ცნობილია, რომ ბოლო დღეებში ტერორისტი ბევრად
მეტ წერილს იღებს, ვიდრე წაკითხვას ახერხებს. მისი წერილების დამუშავების პროცესი
კი საკმაოდ შრომატევადი ასქმეა. ციხის თანამშრომლები ყველა წერილს ხსნიან,
კითხულობენ და უცხოური ენიდან ნორვეგიულზე თარგმნიან, რათა მათი შინაარსის შესახებ
უფრო ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ.
internet.ge