19 წლის ახალგაზრდა მკვლელობასა და არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული
13:17 26.03.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის საქალაქო სასამართლო 19 წლის გიორგი ლაშქარაშვილის საქმეს განიხილავს, მას ბრალად სანდრო დალაქიშვილის განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობა ედება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1993 წ.დ. სანდრო დალაქიშვილს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს, გიორგი ლაშქარაშვილს, აბაშიძის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ პირებთან და დანის გამოყენებით, მუცლის არეში დაჭრა 1994 წ.დ. არასრულწლოვანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გიორგი ლაშქარაშვილი ქ. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და განმარტა: ,,ჩემს მეგობარს და სანდრო დალაქიშვილს მოუვიდათ შელაპარაკება, რის შედეგადაც მოხდა ჩხუბი, მეორე დღეს დამირეკეს და შეხვედრა დამინიშნა, მივედი და დამარტყა ხელი, დავინახე დანაც ეჭირა და ამოვიღე და დანა დავარტყი, შემდეგ გავიქეცი და აბაშიძის ქუჩაზე დავინახე 4 ბიჭი, რომლებიც იგინებოდნენ, მე ვუთხარი მე ხომ არ მაგინებთო და მაგაზე მოგვივიდა კამათი, ჩავედით ერთ-ერთ ეზოში ფალიაშვილზე, რა დროსაც მაგ ბიჭსაც დავარტყი დანა, გავიქეცი და ვიმალებოდი". დანაშაული, რომელიც დალაქიშვილმა ჩაიდინა, საქართველოსსსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით კვალიფიცირდება. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|