წუხელ, გვიან ღამით, მაყაშვილის
ქუჩაზე 16
წლის მოზარდი დაჭრეს. მოზარდს მუცლისა და გულმკერდის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაჭრილი
მოზარდი მეზობელმა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოუძახა.
როგორც მაყაშვილის ქუჩის მცხოვრებლები
აცხადებენ, მათ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.
დაზარალებული
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი მოზარდის
მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში
განუცხადეს, 16 წლის დაჭრილი მართვით სუნთქვაზე,
რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მედიკოსთა განცხადებით, მოზარდს ცივი
იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა აღენიშნება.
საქმეზე
დაწყებულია
გამოძიება.
Internet.ge