გერმანიის ბუნდესტაგის ექსპერტმა საგარეო
პოლიტიკის საკითხებში ფილიპ მისფელდერმა გერმანიის მთავრობას და ევროკავშირის
ქვეყნებს უკრაინის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის
შეტანისკენ მოუწოდა.
როგორც Deutsche Welle-ს კორესპონდენტი იუწყება, მისფელდერმა თავისი წინადადება იმით ახსნა, რომ უკრაინის ექს-პრემიერ
იულია ტიმოშენკოსთან „საეჭვოდ პოლიტიკურად მოტივირებული“ პროცესის გამო ადვოკატებს
არ უშვებენ, ასევე მისთვის ხელმიუწვდომელია ადექვატური სამედიცინო დახმარება.
მისფელდერმა განაცხადა, რომ უკრაინა, როგორც
ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმომწერი, ვალდებულია, დაიცვას
ადამიანის უფლებები, თუმცა ტიმოშენკოს წინააღმდეგ სასამართლო, ასევე მის მიმართ
კოლონიაში მოპყრობის მეთოდები, კონვენციის მთავარ პრინციპებს არღვევს.
მისფელდერი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა
დაცვის მიმართულებით იურიდიული ინსტრუმენტები, შესაძლოა, უფრო „ბასრი მახვილი“
აღმოჩნდეს უკრაინისთვის, ვიდრე ევროპის ჩემპიონატის ბოიკოტირება.
internet.ge