ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ელდარ ჭითანავა დააკავეს
17:55 03.05.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში
ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ადგილობრივი სააგენტო „აპსნი რუ“-ს ცნობით,
ელდარ ჭითანავაზე „საერთაშორისო ძებნა“ იყო გამოცხადებული. მას ბრალად ედება არა
მარტო მიმდინარე წლის 22 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა,
არამედ ჯერ კიდევ 2007 წელს ანქვაბის სიცოცხლის ხელყოფა.
ელდარ ჭითანავას აღკვეთის ღონისძიება დაკავებამდე შეუფარდეს. აფხაზეთის ე.წ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ის ამ მომენტში ალექსანდრე ანქვაბზე
თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენებას იძლევა. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|