ალექსანდრე
გრიგოლიას საქართველოდან
ჰოლანდიაში
ექსტრადირებისთვის
საჭირო პროცედურებს, სავარაუდოდ, სამი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც, ეჭვმიტანილს ჩვენების მიცემა, უკვე ჰოლანდიელი სამართალდამცველებისთვის მოუწევს.
ამ
დრომდე, ჰააგის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება გრიგოლიას თანამზრახველიც,
რომელიც 2
დღის წინ დააკავეს. ჰააგაში რჩებიან გრიგოლიას ოჯახის წევრებიც.
სავარაუდოდ,
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლო გრიგოლიასთვის წინაწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს. მომხდარზე, ჯერ-ჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ გრიგოლიას ნათესავები თბილისში.
სანდრო გრიგოლია ჰააგაში 6 წელი ცხოვრობდა. ის გუშინ, ქართველმა
სამართალდამცავებმა აიყვანეს. გრიგოლიას ბრალად სუპერმარკეტის დაღაჩაღება და
ადამიანის მკვლელობა ედება.
Internet.ge