შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდში, ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანაში
ბრალდებული დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება
გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია პიროვნება, რომელიც
რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა.
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური
ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს მიერ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ზუგდიდიდან სანდო წყარომ აცნობა, ბრალდებული,
დაახლოებით, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც ამ
დროისთვის, ზუგდიდის პოლიციაში იმყოფება, მიმდინარეობს მისი დაკითხვა. სამართალდამცავები
მის კრიმინალურ წარსულს სწავლობენ.
საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
Internet.ge