GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თანხის უკანონოდ მითვისებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
15:59 04.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულ კარლო ბარდაველიძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.

სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, კარლო ბარდაველიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 15 ათასი ლარის ოდენობით.

ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა კარლო ბარდაველიძემ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ამსახველი მასალებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ  თბილისში, 2009 წლის 26 ივნისს აბაშიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პასუხისგებაში მიცემულ იქნა ეკატერინე გ.-ს ვაჟი ნიკოლოზ ჩ., რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულმა, რომელიც ეკატერინე ჩ.-ს ახლო მეგობარი იყო, ისარგებლა ამ უკანასკნელის ნდობით და თაღლითური გზით, მატერიალური სარგებლის მიღება განიზრახა.  ბარდაველიძე ეკატერინე გ.-ს, ვაჟისათვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებას დაპირდა,  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებთან ნაცნობობისა და მათთვის ქრთამის სახით 40 ათასი აშშ დოლარის  გადაცემის სანაცვლოდ.

ამავე წლის ზაფხულში, ბრალდებულმა ეკატერინე გ.-ს საპროცესო შეთანხმებისთვის  20 ათასი აშშ დოლარი გამოართვა და შეუთანხმდა, რომ დარჩენილ ფულად თანხას შვილის გათავისუფლების შემდეგ გამოართმევდა.  2009 წლის აგვისტოს თვეში, კარლო ბარდაველიძის მხრიდან დახმარების გაწევის გარეშე,  ნიკოლოზ ჩ.-სა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი ერთი წლის ვადით და ჯარიმა 2 ათასი ლარი.

ნიკოლოზ ჩ.-სათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და შეფარდებული მსუბუქი სასჯელის გამო, რასთანაც რეალურად ბრალდებულ კ.ბარდაველიძეს შეხება არ ჰქონია და საფუძვლად არ ედო არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ისარგებლა  ამ გარემოებით და კვლავ დაუკავშირდა ეკატერინე გ.-ს.  და დაარწმუნა, რომ მისი შვილისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი მიღწეულ იქნა მისი უშუალო დახმარებით. მანვე, ეკატერინე გ.-ს შეახსენა, რომ დარჩენილი თანხის არ გადახდის შემთხვევაში, მის შვილს კვლავ დაპატიმრება ემუქრებოდა. თაღლითური განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა ეკატერინე გ.-ს დარჩენილი 20 ათასი აშშ დოლარი გამოართვა  და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. 


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არასამთავრობო ორგანიზაცია ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს1
ლიტველმა მესაზღვრეებმა ქართველი არალეგალები დააკავეს2
დავით უსუფაშვილი: ჟოზე მანუელ ბაროზომ ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში მიიწვია3
მაია ფანჯიკიძე: ზუგდიდის აქციის გადადება დღის წესრიგში არ დგას4
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემო გააცნეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X