დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა როლანდ
ხურცილავა, რომელიც ზუგდიდში,
ასაფეთქებელი
ნივთიერების
გადატანაშია ბრალდებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა.
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან
საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმის სამმართველოს მიერ.
ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან აღმოჩენილ ასაფეთქებელ მოწყობილობას
ექსპერტიზა უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, ეს თვითნაკეთი ბომბია, რომლის ზუსტი
ქიმიური შემადგენლობაც ლაბორატორიაში დადგინდება.
საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
Internet.ge