მექსიკის ქალაქ
ნუევო-ლარედოში, აშშ-ის საზღვართან პოლიციამ ჯერ 10 გვამი აღმოაჩინა, რომლებსაც
ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა. გარკვეული დროის შემდეგ კი, კიდევ 14
თავმოკვეთილი და დანაწევრებული ცხედარი იპოვეს ავტომანქანაში, მოკვეთილი თავები კი
მერიის შენობის სიახლოვეს - ყინულით სავსე ყუთებში აღმოაჩინეს.
როგორც BBC
იუწყება, ქალაქი ნუევო-ლარედო, ორი მექსიკური უმსხვილესი ნარკოკარტელის
წინააღმდეგობის არენადაა ქცეული. ისინი აშშ-ში ნარკოტიკების შეტანაში
პირველობისთვის იბრძვიან.
შეტყობინებაში,
რომელიც თავმოკვეთილ გვამებთან იყო დატოვებული, ნათქვამია, რომ მოკლულები ერთ-ერთი
ამ კარტელის წევრები იყვნენ, რომლებსაც მოწინააღმდეგე კლანი გაუსწორდა.ნარკოტიკებთან
დაკავშირებულ ბრძოლას მექსიკაში, 2006 წლის შემდეგ, უკვე 50 ათასი ადამიანი შეეწირა, ეს მას შემდეგ
მოხდა, რაც პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლაში
არმიის დანაყოფები ჩართო.
Internet.ge