კუნძულ
უტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანი დღეს, ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე დასასწრებად გაემგზავრება.
ავთანდილ
ლიპარტელიანს
სასამართლო
პროცეზე დაკითხავენ. ის ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
შეგახსენებთ,
რომ ბრეივიკმა გასული წლის ივლისში ოსლოში ტერაქტი მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ ოტოიაზე ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდების ჯგუფს, დაღუპულ 77 ადამიანს შორის, ქართველი გოგონა - თამთა ლიპარტელიანიც იყო.
Internet.ge