დღეს,
საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ტერიტორიაზე, ტერორისტული აქტების განხორციელებაში
მსჯავრდებულების
სასამართლო
პროცესი გაიმართება. ამის შსახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს სასამართლოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
7 პირი, რომელთა შორის ორი ქალბატონია,
ბრალდებულები
არიან
2010 წლის
სექტემბერ-ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული
აფეთქებების
სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში.
მათ
შორის,
2010 წლის
28 ნოემბერს
განხორციელებულ აფეთქებაში ქ. თბილისში,
ჯავახიშვილის
ქუჩის
№88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც, ადგილობრივი მცხოვრები - ნინო გორდეზიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისის სასამართლო
პროცესი პროკურორ ვლადიმერ ვექილიანის
შუამდგომლობით გადაიდო. სასამართლოს გადადების მიზეზად ტერორიზმში ეჭვმიტანილი
ძმებ არქანიებსა და პროკურატურის შორის
მიმდინარე საპროცესო შთანხმებაზე მოლაპარაკებები დასახელდა.
Internet.ge