გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ყაჩაღობაში ბრალდებული, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, თეიმურაზ ბააცაშვილი და ასევე
წარსულში ნასამართლევი, თეონა ყოლბაია
დააკავეს.
ბრალდებული
თეონა ყოლბაია და თეიმურაზ ბააცაშვილი, სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს.
ისინი წინსაწარ შერჩეულ ადგილას აჩერებდნენ ტაქსს, რის შემდეგაც, მიყავდათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და სათამაშო იარაღის მუქარით ართმევდნენ ფულად თანხას, მობილურ ტელეფონს და ავტომანქანას, ხოლო მძღოლს შემთხვევის ადგილზე ტოვებდნენ.
გამოძიების
შედეგად დადგენილია, რომ მათ მიერ, ასევე, დაყაჩაღებულია უზნაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია, საიდანაც 250 ლარი გაიტაცეს.
ორივე
დაკავებული
აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ პუნქტებით. გამოძიებას აწარმოებს შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველო.
Internet.ge