საფრანგეთში ინტერპოლმა ტარიკ ალ-ხაშიმინის
დაკავების ორდერს ხელი მოაწერა.
ერაყის ექს-პრეზიდენტი, რომელიც გაქცეულია, ტერაქტების
დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
ექს-პრეზიდენტი და მისი დაცვის რამდენიმე წევრი,
მანამდე ნაციონალური უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნის, ასევე შსს-ს ოფიცრისა
და ადვოკატი ქალბატონის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულები.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით ალ-ხაშიმინი
დაკავშირებულია, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში 6 მოსამართლის მოკვლელობის
საქმესთან.
ინტერპოლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ერაყის
ექს-პრეზიდენტი საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. დოკუმენტით უნდა
იხელმძღვანელოს 190-მა ქვეყანამ, რომლებიც ინტერპოლის წევრები არიან. ისინი
ვალდებულნი არიან დაეხმარონ ინტერპოლს ძებნილის შესახებ ინფორმაციის მოგროვებასა
და მის დაკავებაში.
მკვლელობების გარდა ალ-ხაშიმი მრავალრიცხოვანი
ტერაქტების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
Internet.ge