ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბრეივიკის მიერ, სისასტიკით ჩადენილი
მკვლელობების ფოტოების დემონსტრირებისას, მოსამართლე ვენჩ ელიზაბეტ არნტზენმა თავი
ვეღარ შეიკავა და ატირდა - იუწყება „რადიო თავისუფლება“.
მოსამართლის ასეთი რეაქცია გამომძიებლებისა და
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების მასალამ განაპირობა. სხდომაზე მათ ბრეივიკის
მიერ მოკლული (როგორც ცნობილია, ის პირდაპირ თავში ესროდა მსხვერპლს) ადამიანების
გაკვეთის შედეგები ფოტოების საშუალებით წარმოადგინეს.
თავად ტერორისტს რეაქცია არც ამჯერად ჰქონია. ის ცივი,
გაყინული სახით იჯდა სკამზე.
მოსამართლის მიერ ასეთი რეაქციის გამოივლინება მისმა
კოლეგებმა პროფესიული თვალსაზრისით ყოვლად მიურებლად მიიჩნიეს, თუმცა მოსამართლის
40-წლიანი გამოცდილების მქონე იურისტმა ლიზ ხევდჰოლმმა აღნიშნა, რომ მსგავსი
სისასტიკე, რაც ბრეივიკმა გამოიჩინა, ამ 40 წლის მანძილზე, არ უნახავს.
Internet.ge