ზემო ფონიჭალაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი
ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა .
ავტომანქანაში სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ბავშია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი,
დანარჩენი ოთხი კი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა
სავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წინასწარი ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული
სიჩქარე გახდა. დაღუპულთა შორის 2 ქალი და ერთი მამაკაცია.
შემთხვევის ადგილზე მისულ კრიმინალისტებს მანქანა დეფორმირებული
დახვდათ, რის გამოც მგზავრების ამოსაყვანად მისი გაჭრა გახდა საჭირო.
Internet.ge