„საქართველოს ბანკი“ გუშინდელი თავდასხმის შედეგად,
ფინანსურად უმნიშვნელოდ დაზარალდა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ბანკის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დიდი დიღმის ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში
განაგრძობს.
„მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია
გითხრათ, რომ ფინანსურად ბანკს მნიშვნელოვანი ზარალი არ განუცდია. დღეს,
დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟმში მომდინარეობს“,- განაცხადა „ინტერნეტ.ჯი“-სთან
საუბრისას ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხათუნა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში,
ნიღბიანი მამაკაცი გუშინ, დილის 10:00 საათისთვის შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის
თანხის გატანა მოახერხა.
ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ საპატრულო და
კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები.
შსს ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.
Internet.ge