მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას,
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. „მერსედესის“ მარკის ორი ავტომანქანა ერთმანეთს
შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც
ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრების და გარდაცვლილის
ამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 2
დაშავებული ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
Internet.ge