საქართველოს
ტერიტორიაზე,
ტერორისტული
აქტების განხორციელებაში
მსჯავრდებულების
სასამართლო
პროცესი 16 მაისამდე გადაიდო. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს სასამართლოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
მათი
ინფორმაციით,
დღევანდელ
სასამართლო
პროცესზე პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა დააყენა შუამდგომლობა და პროცესის გადადება იმ მოტივით ითხოვა, რომ პატიმრებთან საპროცესო შეთანხმებებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„ძმები
არქანიების
ადვოკატებმა
შუამდგომლობას
მხარი დაუჭირეს, დანარჩენი მსჯავრდებულების ადვოკატები საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს მათი დაცვის ქვეშ მყოფებთანაც მოითხოვენ,“- აცხადებენ სასამართლოს პრესსამსახურში.
შემდეგი
პროცესი ოთხშაბათს, 11 საათზე გაიმართბა.
7 პირი, რომელთა შორის ორი ქალბატონია,
ბრალდებულები
არიან
2010 წლის
სექტემბერ-ნოემბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული
აფეთქებების
სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში.
მათ
შორის,
2010 წლის
28 ნოემბერს
განხორციელებულ აფეთქებაში ქ. თბილისში,
ჯავახიშვილის
ქუჩის
№88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც, ადგილობრივი მცხოვრები - ნინო გორდეზიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ,
რომ 3 მაისის სასამართლო პროცესი პროკურორ ვლადიმერ ვექილიანის შუამდგომლობით გადაიდო. სასამართლოს გადადების მიზეზად, ტერორიზმში ეჭვმიტანილ ძმებ არქანიებსა და პროკურატურას შორის მიმდინარე საპროცესო შთანხმებაზე მოლაპარაკებები დასახელდა.
Internet.ge