მაშველებმა მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა
მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
ცხედარი სავარაუდოდ იმ მამაკაცისაა,
რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, 2 მაისს, მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარდა,
ადგილზე კრიმინალური პოლიციაც მუშაობს.
იდენტიფიცირების მიზნით, ცხედარს ექსპერტიზა დღესვე ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, 21 წლის
ახალგაზრდა ლუდის ბარში, მეგობრებთან ერთად ლუდს სვამდა, მოულოდნელად კი მტკვარში
გადახტა.
Internet.ge