რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების
სამსახურისა და აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ერთობლივი სპეცოპერაციის
შედეგად დააკავეს საიდუმლო ჯგუფი, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილებებსა და ზენიტ-საწინააღმდეგო
სარაკეტო კომპლექსებს მალავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის
ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით, რუსული სააგენტო
„Вести“ ავრცელებს.
„4-5 მაისს, რუსეთისა და აფხაზეთის
სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა ოპერატიული სამძებრო სამუშაოები
ე.წ. „აფხაზური ჯამაათის“ ქვედანაყოფის, ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“
წინააღმდეგ, რის შედეგადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე, გამოვლენილია იარაღით, ასაფეთქებელი
მოწყობილებებითა და საომარი ტექნიკით შეიაღაღებული, 10 საიდუმლო პირი,“ - ნათქვამია
საინფორმაციო ცენრტის განცხადებაში.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის
ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტები 2012-2014 წლისთვის ამ შეიარაღების სოჭში
გადატანას გეგმავდნენ, რათა ოლიმპიური თამაშების ორგანიზებისთვის შეეშალათ ხელი.
Internet.ge