თბილისის
საქალაქო სასამართლოში
#53-ე
საჯარო სკოლიდან გარიცხული მოსწავლის, მიხეილ ალექსიძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი
დღეს გაიმართება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ნინო შარაძე გაიხილავს.
ალექსიძე სკოლიდან 2011 წლის 13 ოქტომბერს გარიცხეს.
იმ შემთხვევში, თუ სკოლის
დირექტორი, ტარას შავშიშვილი ალექსიძესთან მორიგების პირობას დათანხმდება და
ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას გააუქმებს, მოსწავლე სასამართლო დავას შეწყვეტს და სკოლაში
დაბრუნების პრეტენზია აღარ ექნება.
internet.ge