ნორვეგიელი
ტერორისტის სასამართლო პროცესის მონაწილემ ანდერს ბრეივიკს სხდომის დროს
ფეხსაცმელი ესროლა. ამის შესახებ Aftenposten იუწყება.
გამოცემის
ცნობით, ფეხსაცმელმა მიზანს ვერ მიაღწია და ბრეივიკის მიერ ორგანიზებული
ტერაქტების ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავს დაეცა.
გარდა
იმისა, რომ ფეხსაცმელი ესროლა, მამაკაცმა ტერორისტს დაუყვირა : „ეშმაკამდე გზა
გქონია, წადი ჯოჯოხეთში“, რის შემდეგაც ის ატირდა.
მამაკაცი
სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სხვა მონაწილეთა აპლოდისმენტების თანხლებით
გაიყვანეს.
თვითმხილველთა
თქმით, ამ დროს ბრეივიკი სრულიად მშვიდად იჯდა და იღიმოდა.
internet.ge