შსს
სასაზღვრო
პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ბათუმში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე: რუსლან აბულაძე, კაპიტონ თავბერიძე და ზურაბ ბასილაძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 25,19,344–ე მუხლის
I ნაწილით მიმდინარეობს.
Internet.ge