სამაშველო სამსახური მტკვარში გადავარდნილი "ოპელის" მარკის მანქანის
ამოყვანს ცდილობს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამაშველო სამსახურის უფროსმა თემურ
გიორგაძემ განუცხადა, შემთხვევა ზაჰესის ტერიტორიაზე მოხდა.
„მაშველებმა მძღოლის ამოყვანა დროულად
შეძლეს, ახლა მიმდინარეობს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად ამოვიყვანოთ წყლიდან
ავტომანქანა“,- განაცხადა გიორგაძემ.
მცხეთიდან
თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ზაჰესის ხიდიდან მდინარეში დღეს, დილით გადავარდა.
შემთხვევის
ადგილზე 2
სამაშველო
ჯგუფი მუშაობს.
Internet.ge