შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მალთაყვის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე აიყვანეს. დაკავებული არიან: გიორგი ლუკავა, ალექსანდრე კვაჭაძე და გულადი ქაჯაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის
ქ.ფოთის კრიმინალური პოლიციის მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს.
Internet.ge