კომპანია „მენეჯმენტ სერვისი” კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს
კომპანია
„მენეჯმენტ
სერვისი” კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას
საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანიის ადვიკატებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სპეციალურ
ბრიფინგზე განაცხადეს.
„კონტროლის
პალატამ მორიგი უკანონობა ჩაიდინა და "მენეჯმენტ სერვისი" 4
766 200 ლარით
დააჯარიმა.
ამ უკანონობას ჩვენ ადგილობრივ სასამართლოებში გავასაჩივრებთ, ჯერ - საქალაქოში, შემდეგ - სააპელაციოში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ მოგელაძის გადაწყვეტილებას
ძალაში დატოვებენ, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“,
- განაცხადა
ეკა ბესელიამ.
კონტროლის
პალატის გადაწყვეტილებას
პოლიტიკურად
მოტივირებულს
და კერძო ბიზნესზე ზეწოლის ფაქტს უწოდებს „მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი.
ცნობისთვის, კონტროლის პალატამ "მენეჯმენტ სერვისი" 4
766 200 ლარით
დააჯარიმა.
კომპანია
"მენეჯმენტ
სერვისს"
კონტროლის
პალატის გადაწყვეტილების
გასაჩივრება
უახლოეს
10 დღეში შეუძლია.
Internet.ge