ვლადიმერ პუტინზე თავდასხმისთვის მზადებაში ეჭვმიტანილ
ადამ ოსმაევს რუსეთს მას შემდეგ გადასცემენ, რაც უკრაინაში გამოძიება დასრულდება,
- განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ.
„კანონმდებლობისა და რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული შეთანხმებების თანახმად, გამოძიება უნდა დასრულდეს იქ, სადაც
სისხლის სამართლის საქმის განხილვა თავიდანვე დაიწყო,“ - განაცხადა პშონკამ და
დასძინა, რომ თუ არსებობს რაიმე ისეთი ეპიზოდები, რომელსაც არ ეხება უკრაინული
გამოძიება, ეჭვმიტანილები შეიძლება გადაეცენ სხვა სახელმწიფოს.
აპრილში მოსკოვის სასამართლომ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი
ყაზახეთის მოქალაქის ილია პიანზინისა და გრიზნოელი ადამ ოსმაევის დაპატიმრების
სანქცია გასცა. მათ ბრალი ედებათ მაღალი თანამდებობის სახელმწიფო პირის სიცოცხლის
ხელყოფაში, იარაღის უკანონოდ დამზადებასა და უკანონოდ შენახვა-გადატანაში. დაკავებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Internet.ge