GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქალაქო სასამართლომ გაზეთ „ახალი აზროვნების“ მთავარ რედაქტორს სასჯელი შეუფარდა
17:05 15.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჟამად ძებნაში მყოფი ბრალდებულის ნიაზ გუსეინოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.

სასამართლომ განსასჯელს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით 13 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გუსეივოვს  ბრალად ედებოდა თაღლითობა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.

საქმის მასალების მიხედვით, 2003 წლის თებერვლის თვეში გაზეთ „ახალი აზროვნების“ მთავარ რედაქტორს, ნიაზ გუსეინოვს, აშშ-ის ვიზის მიღებაში დახმარების თხოვნით  დაუკავშირდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  თანამშრომელი. გუსეინოვმა სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა და დაზარალებულს მოტყუებით ჯერ 3 000 დოლარი გამოართვა, ხოლო  შემდეგ,  პასპორტში  ყალბი ვიზის ჩაკვრის გზით, დაარწმუნა, თითქოს მასზე უკვე გაცემული იყო აშშ-ის ვიზა, რის სანაცვლოდაც დამატებით 7 500 დოლარი მიიღო.  

გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2003 წლის მარტში ნიაზ გუსეინოვმა  ვითომდა კანადაში გამგზავრების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ცოლ-ქმარს  ჯერ  3 000 დოლარი, ხოლო შემდგომ 2 500 დოლარი გამოართვა.

გარდა აღნიშნულისა, განსასჯელმა და მისმა თანამზრახველებმა ყალბი დოკუმენტაციით შექმნეს ტურისტული სააგენტო და მოქალაქეებისგან 1 500 დოლარი თაღლითურად მიისაკუთრეს.

აღნიშნულ საქმეში ძებნაში მყოფის მიერ თაღლითური სქემით მითვისებული თანხებიც ფიქსირდება. მან 1 950 დოლარი მოტყუებით გამოსძალა საქართველოს მოქალაქეს. 2003 წელს კი, კიდევ ერთი პიროვნების მოტყუება შეძლო და 3 000 ლარი მიისაკუთრა. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
საქართველოსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა3
პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო4
პირობით ვადამდე 75 მსჯავრდებული გათავისუფლდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X