ჰააგაში დღეს ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაურის,
გენერალ რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი იწყება. გაეროს ჰააგის ტრიბუნალზე
მოსამართლეების წინაშე მლადიჩი დანაშუალის 11 მუხლით წარსდგება, - იუწყება რადიო
„ამერიკის ხმა“.
გენერალს ბრალი ედება გენოციდში, ომისა და ადამინობის
წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში.
70 წლის ყოფილ სამხედრო მეთაურს, ბოსნიის მუსულმანურ ანკლავ
სრებრენიცაში 8000 მამაკაცისა და ყმაწვილის მკველობასა და გასული საუკუნის 90-იან წლებში ბოსნიის
დედაქალაქ სარაევოში დატრიალებულ
ტრაგედიაში ადანაშაულებენ. საერთო ჯამში 106 დანაშაულზეა საუბარი, თუმცა მანამდე
ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო.
მას შემდეგ, რაც მლადიჩს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით
პრობლემები შეექმნა, ბრალდებების ნაწილი მოუხსენს, რათა სასამართლო პროცესი
დაეჩქარებინათ. როგორც ყოფილი იუგოსლავიის შესახებ საერთაშორისო ტრიბუნალის
საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, მლადიჩის მეთაურობით მოქმედი ძალები დანაშაულს
1992 წლიდან 1995 წლამდე სჩადიოდნენ, რაც მიზნად ისახავდა გაენადგურებინათ ან
ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ტერიტორიიდან გაეძევებინათ მუსულმანები, ხორვატები და
სხვა არასერბი მოსახლეობა.
მლადიჩი სერბეთში 2011 წლის 26 მაისს დააკავეს. ის ყველა წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.
Internet.ge