GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოჭში იარაღით მოვაჭრე აფხაზეთის „მოქალაქე“ დააკავეს
12:09 17.05.2012
დღის სიახლეები

პოლიციას  წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოჭში 46 წლის აფხაზეთის მოქალაქე, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების  დამზადებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული.  ის იარაღს სახლში ამზდებდა და ნაცნობების მცირე წრეში ყიდდა. 

იმისათვის, რომ იარაღით მოვაჭრე გამოევლინათ, სამართალდამცველებმა, მის გარემოცვაში აგენტი შეუშვეს. კრასნოდარის შსს-ს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში აგროვებდნენ შესაბამის მასალას, დაკავება კი მაშინ მოხდა, როცა პოლიციის აგენტმა ხელყუმბარა Ф-1, შემდეგ კი პისტოლეტი და გადაჭრილი სამონადირეო თოფი შეიძინა.

იარაღით მოვაჭრის სახლში კი ჩხრეკაზე მისულმა სამართალდამცველებმა მთელი არსენალი აღმოაჩინეს, რომელიც სახლის ტერიტორიაზე ინახებოდა.

ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. როგორც „ლაიფ-ნიუსი“ წერს, უნდა დადგინდეს მისი წარმომავლობა და მიწოდების წყარო.

შეგახსენებთ, 10 მაისს რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ აღკვეთეს სოჭში იარაღის მსხვილი პარტიის შეტანის მცდელობა. მოგვიანებით კი ითქვა, რომ ეს იარაღი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების მოსაწყობად იყო გამიზნული. აღნიშნულ საქმეზე აფხაზეთში სამი პიროვნება დააკავეს, რომლებიც ამ ტერაქტების ორგანიზატორ-შემსრულებლებად და დოკუ უმაროვის დაჯგუფების წევრებად, კერძოდ, ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის“ დანაყოფად, - „აფხაზურ ჯამაათად“ გამოაცხადეს. 

ანტიტერორისტულმა ცენტრმა ისიც განაცხადა, რომ შესაძლოა, აღნიშნული პირებისთვის ბომბებისათვის დეტონატორების მიწოდებაში საქართველოს სპეცსამსახურები იყვნენ გარეულნი.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცაგარეიშვილი: არ გვაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლება რას ხლაფორთობს1
თეთრიწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს2
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა3
ახალგაზრდებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა4
ისრაელი საქართველოში სასტუმროების აშენებას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X