ბელგიის სატელევიზიო არხის VRT-ის ორ თანამშრომელს შელაპარაკება
ტაქსის მძღოლთან მოუვიდა. როგორც „ვესტი. აზ“ იუწყება, ტელეჟურნალისტები, რომლებიც
ღამით სასტუმროში ბრუნდებოდნენ, ტაქსის მძღოლთან მგზავრობის ფასზე ვერ
შეთანხმდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც ტაქსის
მძღოლმა ერთ-ერთს ყბა გაუტეხა.
დაზარალებულებმა აზერბაიჯანი უკვე დატოვეს.
სხვაგვარად
ყვებიან ისტორიას პოლიციის განყოფილებაში, რომლის თანამშრომლებმაც ტაქსის მძღოლი
დააკავეს. პოლიციაში მის ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ ამბობენ, რომ ის არც ტაქსის
მძღოლია და ჩხუბიც
არა ფულის გამო, არამედ იმიტომ მოხდა, რომ ბელგიელებმა აზერბაიჯანელ ხალხს
შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინცინდენტის
შესახებ, კითხვა დაუსვეს „ევროვიზიაზე“ წარმოდგენილ ბელგიის დელეგაციასაც, რომლის
წევრებმაც დაზარალებული ჟურნალისტების სახელები არ გაამჟღავნეს და დაადასტურეს,
რომ ისინი უკვე ბელგიაში იმყოფებიან.
Internet.ge