რუსთაველზე, კონოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე დააკავეს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მომხდართან დაკავშირებით
განუცხადა, დაკავების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
„ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია სოსო მანჯავიძის დაკავების მოტივი.
მისი აყვანა დაახლოებით 12 საათისთვის, კინოს სახლის მიმდებარე ტერიტოდიიდან
მოხდა. ამ წუთებში იგი გადაყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვიცით მხოლოდ
ის, რომ მას ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166 მუხლით, წვრილმანი
ხულიგნობის ფაქტზე. კონკრეტულად რა ბრალდება სოსო მანჯავიძეს ჯერ-ჯერობით უცნობია“
Internet.ge