„წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე
სასამართლომ 100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”- ს „წინააღმდეგობის
მოძრაობის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა, სოსო მანჯავიძეს ჰომოფობიის
დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ედებოდა
ბრალად.
„სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სოსოს 100 ლარიანი
ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს. სავარაუდოდ, ეს დაკავება გუშინდელ
აქციას უკავშირდება, ჩემი ინფორმაციით იქ სოსო მანჯავიძე სრულიად შემთხვევით
მოხვდა,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა მანჯავიძე დღის 12 საათზე, კინოს
სახლის ტერიტორიასთან აიყვანეს.
Internet.ge