სასამართლო "პირველი სტერეოს" დირექტორის კუთვნილი წილის დაყადაღების მიზეზებზე საუბრობს
საქალაქო სასამართლო "პირველი სტერეოს" დირექტორის, დავით ზილფიმიანის
საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სასამართლოს პრეს-სამსახურის მიერ
გავრცელებული განცხადების თანახმად, 2012 წლის 11 მაისს, თბილისის საქალაქო
სასამართლოს მომართა შპს "პირველი სტერეოს” პარტნიორმა ვასილ კობაიძემ და
მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. განმცხადებელი ითხოვდა
დავით ზილფიმიანის ქონების დაყადაღებას, რათა თავიდან აცილებულიყო ქონების
მოსალოდნელი გასხვისება.
„2012 წლის 12 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს "ტელეკომპანია პირველი სტერეო”-ში და
შპს "სტერეო+”-ში. ეს არის არა ტელეკომპანია ”პირველი სტერეო”-ს ან ”სტერეო+”-ის ქონება, არამედ - დავით ზილფიმიანის პირადი საკუთრება. ყადაღით იტვირთება მოპასუხის ქონება და ამიტომ ყადაღა დაედო მის კუთვნილ წილს სხვა კომპანიაშიც, სადაც ვასილ კობაიძე არ არის პარტნიორი. მოცემულ დავაში მოპასუხეა დავით ზილფიმიანი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების
აღსრულება
უნდა მოხდეს სწორედ მისი ქონებიდან, ხოლო თუ დავა მოპასუხის სასარგებლოდ გადაწყდება, კანონის თანახმად, ყადაღა უქმდება. საყურადღებოა ასევე, რომ სასამართლოს აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა. თუ მოპასუხე არ ეთანხმება გამოყენებულ უზრუნველყოფას, კანონით მას ენიჭება უფლება 5-დღიან ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამისი მოტივაციით. ამ შემთხვევაში მოპასუხეს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია. ნაცვლად ამისა, მხარემ საჯაროდ შეურაწყოფა მიაყენა სასამართლოს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ სასამართლოს შეურაწყოფით წარმატებას და სასურველ გადაწყვეტილებას
ვერავინ მიაღწია“,-
ნათქვამია განცხადებაში და აქვე საქალაქო სასამართლო სასამართლო მოუწოდებს საზოგადოებას (მხარეებს) სიფრთხილით მოეკიდონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის
შემლახველი
განცხადებების
გაკეთებას,
რადგან თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
internet.ge